ახალი ამბები

ევროკავშირმა სანქციების შემოღება სამი კვირით გადაავადა

(თბილისი, 1 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – საგარეო საქმეთა სამინისტროში სანდო წყარომ ‘სივილ ჯორჯიას’ განუცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოსათვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების შეჩერება სამი კვირით გადაავადა.

ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსათვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების შეწყვეტის თაობაზე დაკავშირებულია 18 ივნისს ბრიტანეთის მოქალაქის პიტერ შოუს გატაცებასთან, რომელიც დღემდე გამტაცებლებთან იმყოფება.

ევროკავშირი საქართველოს ‘ტასის’-ის ტექნიკური დახმარების პროგრამით ეხმარება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, 2002 წელს დაგეგმილია 44 მიილონი ევროს გამოყოფა.

როგორც ჩანს, ევროკავშირი საქართველოს სამკვირიან ვადას აძლევს შოუს გატაცების საქმის გამოსაძიებლად. ქართველი სამართალდამცავი ორგანიზაციების განცხადებით, საქმის წარმატებით გამოსაძიებლად მათ საკმარისი ინფორმაცია გააჩნიათ.

საქართველოს აგრობიზნესბანკი 2000 წელს შეიქმნა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია. პიტერ შოუ ბანკის ერთ-ერთი დირექტორი იყო.


 

მსგავსი/Related

Back to top button