Placeholder canvas
ახალი ამბები

გერმანელი ექსპერტები საზღვრის დაცვის დეპარტამენტს რეფორმაში ეხმარებიან

(თბილისი, 1 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 30 ივნისიდან 11 ივლისამდე საზღვრის დაცვის გერმანელი ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან. მათი ვიზიტის მიზანია ქართველ კოლეგებს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეფორმირებაში დაეხმარონ.

გერმანელი ექსპერტები საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემის მუშაობას გაუწევენ მონიტრორიგნს. ასევე შეამოწმებენ ბლოკპოსტებსა და საზღვრის დაცვის სამართლებრივ ბაზას.

გერმანელი ექსპერტები თავიანთ ქართველ კოლეგებთან ერთად შეიმუშავებენ მოქმედების გეგმას, რომლის თანახმადაც საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირება უნდა მოხდეს.

მსგავსი/Related

Back to top button