ახალი ამბები

შევარდნაძე შესაძლო მემკვიდრეს ასახელებს

(თბილისი, 30 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ 29 ივნისს გამართული საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე არ გამორიცხა, რომ 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას წამოაყენებს ავთანდილ ჯორბენაძის განდიდატურას.

პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ამ კანდიდატურაზე ჯორბენაძის გარდა შესაძლოა სხვა ღირსეული პიროვნებაც გამოჩნდეს.

ყრილობაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოქალაქეთა კავშირი იბრძოლებს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად.

პარტიის ყრილობაზე სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს. ედუარდ შევარდნაძე მოქკავშირის საპატიო თავმჯდომარე გახდა.

მსგავსი/Related

Back to top button