ახალი ამბები

მოქალაქეთა კავშირის ყრილობა

(თბილისი, 29 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს მოქალაქეთა კავშირი პირველ ყრილობას მართავს მას შემდეგ, რაც პარტია დატოვა რეფორმატორთა გუნდმა ზურაბ ჟვანიას მეთაურობით.

ყრილობას ესწრებიან პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და მაღალი თანამდებობის სხვა პირები.

სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ მოქალაქეთა კავშირს დროებითი სიძნელეები ჰქონდა სხვადასხვა გარემოებების გამო, ახლა კი მოვიდა პოზიციების გამყარების დრო.

“ახლა მესმის, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეთა კავშირის აღდგენას დათანხმდა”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” ლიდერმა ირაკლი გოგავამ.

სავარაუდოდ, ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ ავთანდილ ჯორბენაზე, ხოლო პრეზიდენტი შევარდნაძე პარტის საპატიო თავმჯდომარის სიმბოლურ თანამდებობაზე იქნება არჩეული.

მსგავსი/Related

Back to top button