ახალი ამბები

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

(თბილისი, 29 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, რომელსაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ჩხეიძე უძღვება, 28 ივნისიდან 6 ივლისამდე ჩინეთში ვიზიტით იმყოფება.

ვალერი ჩხეიძე და მისი ჩინელი კოლეგა 1 ივლისს ხელს მოაწერენ შეთანხმებას ორი ქვეყნის საზღვრის დაცვის უწყებების თანამშრომლობის შესახებ.

ვიზიტისას ასევე განიხილება ჩინური მხარის მიერ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევის საკითხი.

მსგავსი/Related

Back to top button