ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრომ “თეთრი წიგნის” მეორე გამოცემა წარადგინა

(თბილისი, 29 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 28 ივნისს თავდაცვის სამინისტრომ “თეთრი წიგნის” მეორე გამოცემის პრეზენტაცია მოაწყო. დოკუმენტში ასახულია ის ღონისძიებები და ცვლილებები, რომელიც სამინისტროში 2004 წლამდე იგეგმება.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლატვიის თავდაცვის მინისტრყ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უსაფრთხოების დარგში საქართველოს მრჩეველთა საბჭოს წევრები.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ “თეთრი წიგნის” პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს დოკუმენტი “არის მაჩვენებელი იმ რეფორმების გამჭვირვალეობისა, რაც სამინისტროში ხორციელდება და თუ როგორ იხარჯება თანხები თავდაცვის სფეროში.”

მსგავსი/Related

Back to top button