Placeholder canvas
ახალი ამბები

ბრიტანეთის საგარეო უწყება საქართველოში მოგზაურობის რეკომენდაციებს იძლევა

(თბილისი, 28 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებამ ბრიტანელი ბიზნესმების შოუს გატაცებასთან დაკავშირებით უცხოელთა მოგზაურობის შესახებ რეკომენდაციები გამოსცა.

როგორც სამინისტროს ვებგვერდში არის ნათქვამი, “საქართველოში ჩამოსულმა უცხოელებმა თავი უნდა აარიდონ მარტო მოგზაურობას და თავიანთი მეგობარი ან ნათესავი მათი ადგილსამყოფელის შესახებ საქმის კურსში ამყოფონ, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ტელეფონით დაუკავშირდნენ ვინმეს. ასევე მნიშვნელოვანია ავტომობილით მგზავრობისას მანქანის კარებები ჩაკეტილი იყოს”.

აგრობიზნესბანკის თანადირექტორი პიტერ შოუ განტაცებლემბა თბილისში 18 ივნისს აიყვანეს. “ის იყო პირველი ბრიტანელი, რომელიც გაიტაცეს, თუმცა უკანასკნელი 18 თვის მანძილზე ეს უცხოელის გატაცების მესამე შემთხვევა იყო”, ნათქვამია ვებგვერდზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციას საკმარისი ინფორმაცია გააჩნია იმისათვის, რათა საქმე ბოლომდე გამოიძიოს. სამართალდამცველები ინფრომაციას ფლობენ შვიდ დამნაშავეზე და ვარაუდობენ, რომ სწორედ მათ გაიტაცეს შოუ.

18 ივნისის საღამოს პოლიციის ფორმებში ჩაცმულმა შვიდმა პირმა შოუ მაშინ გაიტაცა, როდესაც ის სახლში მანქანით ბრუნდებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button