Placeholder canvas
ახალი ამბები

ვაზიანში ნატოს სამხედრო წვრთნები დასრულდა

(თბილისი, 28 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს საზეიმოდ დაიხურა სამხედრო წვრთნები “კოოპერატივ ბესთ ეფორტ 2002”, რომელიც ნატოს პროგმარმა პატნიორობა მშვიდობისათვის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 17-28 ივნისს ჩატარდა.

წვრთნებში მონაწილეობას იღებდა ნატოს პარტნიორი და წევრი 15 ქვეყნის ათეულები. მთლიანი კონტინგენტი სამ მრავალეროვნულ ასეულად იყო დაყოფილი და ერთ-ერთს ქართველი ლეიტენანტი გია კაზალიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

წვრთნები სამ ფაზად იყო წარმოდგენილი. პირველი ფაზა ქვეით ოცეულთა ფიზიკურ მომზადებასა და სროლებში ვარჯისს ითვალისწინებდა. მეორე ფაზის დროს კი 20 კაცამდე შემადგენლობის სამხედრო პერსონალი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ჰუმანიტარული დახმარების სახით უფასო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობდა.

წვრთნების მესამე საბოლოო ფაზა სამშვიდობო ძალების ქალაქში პატრულირებისა და სამეთვალყურეო ბლოკ-პოსტების განმტკიცების ინსცენირებას წარმოადგენდა. 

ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთის გაერთიანებული სარდლობის სარდლის გენერალ ატამანის განცხადებით, წვრთნებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმ მხრივ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებმა ერთმანეთთან მუშაობის უდიდესი გამოცდილება მიიღეს.

როგორც ლეიტენანტმა გია კაზალიკაშვილმა “სივილ ჯორჯიას” გაუცხადა, უახლოს ხანებში ნატოს ეგიდით ვაზიანში სამეთაურო საშტაბო სწავლება ჩატარდება.

დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე:

“კოოპერეიტივ ბესტ ეფორტ 2002” დაიწყო
ვაზიანის სამხედრო ბაზა თურქეთის დახმარებით გაიხსნა

მსგავსი/Related

Back to top button