ახალი ამბები

“თავისუფლების ინსტიტუტი” ლადო ჭანტურიას გადაყენებას ითხოვს

(თბილისი, 27 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ლადო ჭანტურიას გადაყენებას ითხოვს.

ორგანიზაციის წარმოამდგენლება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, აქცენტი უზეასი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებაზე გააკეთეს, რომლის მიხედვითაც ლევან ბერძენიშვილმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დერექტორმა ბოდიში უნდა მოუხადოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ვანო ჩხარტიშვილს ცილისმწამებლური განცხადების გაკეთების გამო.

“უზენაესი სასამართლო სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მთავარ ინსტრუმენტად იქცა და ის აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატს წარმოადგენს”, აღნიშნეს თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა და დასძინეს, რომ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოქალაქეს აზრის შეცვლას ავალდებულებს, რაც არაფრით არ შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს.

უზენაესი სასამართლოს 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ბერძენიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს ყოფილ მინისტრს იმისათვის, რომ რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში მასზე განაცხადა, რომ “ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი მოიპარა”.

მსგავსი/Related

Back to top button