ახალი ამბები

მენაღარიშვილი რუსეთს პანკისთან დაკავშირებით თანამშრომლობას სთავაზობს

(თბილისი, 26 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – “პანკისის პრობლემის გადაჭრაში თანამშრომლობისათვის საქართველომ და რუსეთმა ორივე მხარესთვის მისაღები გზა უნდა იპოვნონ”, განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

მენაღარიშვილმა ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზეც, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისა და ჯარის აქტიური ჩარევის გარეშე არავის შეუძლია პანკისის ხეობაში ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვიტოს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მხრივ რუსეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო უნდა იყოს და ის ხეობაში სიტუაციის მეტად დაძაბვას არ უნდა ემსახურებოდეს.

რუსეთი პანკისის ხეობაში ერთობლივი ოპერაციის ჩატარებას გამუდმებით ითხოვს, რასაც საქართველო უარით პასუხობს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო პასუხისმგებელია საკუთარი საზღვრების დაცვაზე და მას შეუძლია დაიცვას საკუთარი საზღვრები “რა თქმა უნდა მის მეზობელ ქვეყნებთან და რუსეთთან ერთად”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button