ახალი ამბები

სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლები გაიფიცნენ

(თბილისი, 26 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა და ტელევიზიის შენობის წინ აქცია მოაწყო. ისინი ტელეკორპორაციის თავმჯდომარეს ზაზა შენგელიას უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ ის ტელევიზიის თანამშრომლებს არასამართლიანად ექცევა.

“ჩვენ ვუპირისპირდებით შენგელიას მიერ დამყარებულ დიქტატორულ რეჟიმს, როდესაც ერთ თანამშრომელს 30 ლარი აქვს ხელფასი, მეორეს კი – 3000”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის ორგანიზატორია ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე და მასში ასევე მონაწილეობას იღებს პარლამენტის ყოფილი წევრი, ტელევიზიის თანამშრომელი ლუიზა შაკიაშვილი. აქციას ტელევიზიის 40-მდე თანამშრომელი ესწრება.

მსგავსი/Related

Back to top button