We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ლიტვის თავდაცვის მინისტრი საქართველოში

(თბილისი, 26 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ლიტვის თავდაცვის მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი დღეს საქართველოში ჩამოდის, იუწყება საქრთველოს თავდაცვის სამინისტრო.

ლინას ლინკევიჩიუსი შეხვედრებს გამართავს ქართველ სამხედრო მაღალჩინოსნებთან და მათთან ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრებს. 28 ივნისს ის ნატოს სამხედრო წვრთნების “კოოპერატივ ბესთ ეფორტ 2002”-ის დახურვის ცერემონიალს დაესწრება.

წელს ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოში მეორედ ჩამოდის. აპრილში თბილისს ლინკევიჩიუსის მოადგილე ეწვია.

Back to top button