ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი შეიძლება “მოქკავშირის” წევრი გახდეს

(თბილისი, 25 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ შესაძლოა ფინანსთა მინისტრ მირიან გოგიაშვილს “მოქალაქეთა კავშირის” წევრად გახდომა სთხოვოს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ხოლო როდესაც მივიღებ, ამას საჯაროდ აუცილებლად განვაცხადებ”, აღნიშნა გოგიაშვილმა.

29 ივნისს “მოქალაქეთა კავშირი” ყრილობას მართავს. სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარედ სახელმწიფო მინისტრს აირჩევენ. გასული წლის სექტემბრამდე ეს პოსტი საქართველოს პრეზიდენტს ეკავა.

მას შემდეგ რაც რეფორმატორებმა “მოქკავშირი” დატოვეს, პროშევარდნაძისტული ჯგუფები მისთვის ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობენ.

Back to top button