
ახალი ამბები
ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები სოციალურ საკითხებზე
(თბილისი, 25 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – თვითგამოცხადებული აფხაზეთის დელეგაცია გუშინ თბილისში ჩამოვიდა და დღეს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები გამართა. მხარეებმა გალის რაიონში განათლების საკითხები განიხილეს. დელეგაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ასტამურ ტანია უძღვება. საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი გალის რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების საკითხს შეეხება.