
ახალი ამბები
პოლიცია შოუს გატაცებაში ეჭვმიტანილ შვიდ პიროვნებას ეძებს
(თბილისი, 25 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პოლიცია ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გატაცებაში ეჭვმიტანილ შვიდ პიროვნებას ეძებს. “შოუ შვიდმა დამნაშავემ გაიტაცა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ამ საქმეში სხვა პირებიც არიან ჩართულნი. იმედი მაქვს, რომ ისინი ჯერ კიდევ თბილისში არიან და ქალაქის დატოვება ვერ მოახერხეს”, განაცხადა ნარჩემაშვილმა. მონაცემები ეჭვმიტანილთა შესახებ უკვე გადაეცა პოლიციელებს. კობა ნარჩემაშვილის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეს მონაცემები საჯარო გავრცელებას არ ექვემდებარება. აგრობიზნესბანკის დირექტორი, 58 წლის პიტერ შოუ თბილისიდან 18 ივნისს გაიტაცეს. პოლიციამ მისი ავტომობილი თბილისის ერთ-ერთი გარეუბანში აღმოაჩინა. ნაპოვნია ასევე ეჭვმიტანილთა ორი ავტომობილი.