ახალი ამბები

სამხედრო სწავლებებზე სამხედრო ოპერაციის ინსცენირებას აწყობენ

(თბილისი, 25 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 25 ივნისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს სამხედრო წვრთნების მსვლელობისას სამშვიდობო ოპერაციების ინსცენირებას ახდენენ.

სამხედრო წვრთნები “კოოპერატივ ბესტ ეფფორტ -2002” ნატოს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში მიმდინარეობს და მასში ნატოს 6 წევრი და 9 პარტნიორი ქვეყნიდან 800-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს.

ვაზიანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა წვრთნებშია ჩართული. ისინი დემონსტრაციის აგრესიულ მონაწილეებს განასახიერებენ, რომლებსაც სამშვიდობო ჯარები “ამშვიდობენ.

წვრთნებში მონაწილე ქართველი ლეიტენანტის დავით ჩხეტიანის განცხდებით, დღემდე ქართველი ჯარისკაცების უმეტესობას მონაწილეობა არ მიუღია სამშვიდობო ოპერაციებში და სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ვაზიანში მიმდინარე წვრთნები.

Back to top button