
ახალი ამბები
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა
(თბილისი, 25 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 25 ივნისს პარლამენტის წევრები რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ შევარდნაძეს საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა თხოვა, რადგან პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე ვერ მოასწრო მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.
პარლამენტის ბიუროს სხომაზე გადაწყდა, რომ საგანგებო სხდომაზე განსახილველად გატანილიყო საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა. პროექტი ყველა საგადასახადო შეღავათის გაუქმებას ითვალისწინებს.
საგანგებო სხდომაზე ასევე განიხილავენ ფერადი ლითონების ექსპორტის მარეგულირებელი კანონის პროექტსაც.