
უკრაინა ირწმუნება, რომ უზბეკეთი სუუამს არ დატოვებს
(თბილისი, 25 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანატოლი ზლენკომ დღეს სტამბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გადაცხადა, რომ უზბეკეთის განცხადება სუუამიდან გამოსვლის შესახებ არასწორად იქნა აღქმული. სუუამი შედგება საქართველოს, უკრაინის უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვასგან. საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ანატოლი ზლენკომ განაცხადა, რომ “უზბეკეთი არ აპირებს სუუამიდან გასვლას.” ზლენკოს თქმით, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს განცხადებას, სადაც უფრო ნათლად იქნება გადმოცემული მათი პოზიცია. ერთ-ერთ თავის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც განაცხადა, რომ უზბეკეთი არ დატოვებს ორგანიზაციას. სუუამი 1997 წელს შეიქმნა. ორგანიზაციას მოგვიანებით, 1999 წელს უზბეკეთიც შეუერთდა. 14 ივნისს უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა რომ უზბეკეთი სუუამის დატოვებას აპირებდა.