
ახალი ამბები
საერთაშორისო კონფერენცია – კავკასია ნარკოტიკების გარეშე
თბილისში 25-26 ივნისს მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია “კანვკასია ნარკოტიკების გარეშე.” კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ შესაბამისისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან. კონფერენციაზე განხილული იქნება რეგიონში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. შეხვედრის ბოლოს დაგეგმილია ერთობლივი დეკლარაციის მიღება, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონალურ პროგრამას.