ახალი ამბები

შევარდნაძე სტამბულის სამიტზე გაემგზავრა

(თბილისი, 24 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს სტამბულში ჩადის, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ბისეკი) სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

სამიტზე შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განხილება. 

ბისეკის წევრია 11 ქვეყანა (ალბანეთი, Aზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდავეთი, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა და თურქეთი). ის 1992 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი შავი ზღვის ქვეყნების მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაცია და მის წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

Back to top button