
ახალი ამბები
პიტერ შოუს საქმე გენპროკურატურას გადაეცა
(თბილისი, 21 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცების საქმის გამოძიება გენერალურ პროკურატურას გადაეცა. გამოძიებას აქამდე ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა აწარმოებდა.
გამოძიება ჯერ-ჯერობით რამდენიმე ვერსიას ამუშავებს.
პიტერ შოუ 2 დღის წინ თბილისში იოსებიძის ქუჩიდან გაიტაცეს. შოუ საქართველოში აგრობიზნესბანკის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოს ასრულებდა და ორი დღის შემდეგ ბრიუსელში უნდა გამგზავრებულიყო.