ახალი ამბები

პარლამენტმა 4 ახლადარჩეული დეპუტატის უფლებამოსილებები ცნო

(თბილისი, 18 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტმა უფლებამოსილებები დაუმტკიცა 2 ივნისს გამართულ დამატებით საპარლამენტო არჩევნებოს დროს არჩეულ დეპუტატებს: ჯამლეტ ბაბილაშვილს, ბადრი ხატიძეს, ნიკა კვეზერელს და მიხეილ მაჭავარიანს.

ეს პირველი სხოდმა იყო, რომელშიც ამ პიროვნებებმა დეპუტატის სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.

მიხეილ მაჭავარიანმა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე შეიტანა განცხადება ახლადშექმნილ საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატებში” გიორგი ბარამიძის სახელზე და ფრაქციაში გაწევრიანება ითხოვა.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ჯამლეთ ბაბილაშვილისა და სპეცდანიშნულების რაზმ “ომეგას” ყოფილი ხელმძღვანელის ნიკა კვეზერელის ოფიციალური პოზიცია, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან აპირებენ ისინი თანამშრომლობას.

სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული სამსახურის უფროსმა ბადრი ხარიძემ კი, რომელიც პარლამენტში მცხეთის მაჟორიტარული ოლქიდან აირჩიეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტში ბევრი საინტერესო ძალაა, რომელთანაც შეიძლება მან ითანამშრომლოს და მუშაობის პროცესში შეარჩევს იმ ძალებს, ვის გვერდითაც დადგება.

მსგავსი/Related

Back to top button