ახალი ამბები

პასტუხოვი და მენაღარიშვილი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებს დადებითად აფასებენ

(თბილისი, 12 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის დელეგაციასთან ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა.

ეს რუსეთ-საქართველოს მოლპარაკებების მესამე რაუნდი იყო, რომელზეც ჩარჩო ხელშეკრულების ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ასპექტებს განიხილავდნენ. მენაღარიშვილის თქმით, დოკუმენტის ეკონომიკური ნაწილის 24 პუნქტიდან 21 შეთანხმებულია.

დადებითად შეაფასა ასევე თბილისში გამართული მოილპარაკებები რუსეთის დელეგაციის მეთაურმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბორის პასტუხოვმა. მისი ინფორმაციით, შეხვედრების შემდეგი რაუნდი ივლისში შედგება.

ხელშეკრულების პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებს მხარეები შემდგომ რაუნდებზე განიხილავენ. დაგეგმილია ასევე სავიზო რეჟიმის საკითხის განხილვაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button