ახალი ამბები

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

(თბილისი, 8 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური მოხსენება მსოფლიოში ტრეფიკინგის შესახებ იუწყება, რომ საქართველო წარმოადგენს ქალთა ტრეფიკინგის წყაროსა და ტრანზიტ ქვეყანას, ძირითადად თურქეთსა და საბერძნეთში.

“საქართველო ხელისუფლება ვერ პასუხობს ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად საჭირო მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ძალისხმევას აღორციელებს, რათა ეს სტანდარტები დააკმაყოფილოს,” ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად საქართველოს ხელისუფლება მოწადინებულია ებრძოლოს ტრეფიკინგს, თუმცა ამისთვის საჭირო ფინანსური ბაზა არ გააჩნია.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მოხელეები შემჩნეულნი არიან ყალბი დომუმენტების გაფორმებაში და ტურისტულ სააგენტოებთან არალეგალურ თანამშრომლობაში.

Back to top button