
ახალი ამბები
პარლამენტი ნატოს სამხედრო წვრთნებისთვის იურიდიულ საფუძველს ქმნის
(თბილისი, 6 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტმა სამხედრო წვრთნებთან “კოოპერატივ ბესტ ეფორტ – 2002”-თან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში ნატოს გაერთიანებულ სარდლობას შორის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. სამხედრო წვრთნები ნატოს პროგრამის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში 17-27 ივნისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. წვრთნებისთვის აუცილებელი თანხის 85%-ს ნატო აფინანსებს. ვაზიანის სამხედრო ბაზა, რომელზეც შარშანდლამდე რუსი სამხედროები იყვნენ დისლოცირებულნი, თურქეთის დახმარებით განახლდა. სხვა ინფორმაცია შესაბამის თემაზე: