
პრეზიდენტი კვლავ საყვედურობს დამოუკიდებელ მედიას
(თბილისი, 15 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 15 მაისის სამთავრობო სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ გაკვირვება გამოხატა ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენების მიმართ დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების გაზრდილი ინტერესის გამო.
“მოგვეცით საშუალება, რომ ხალხს ვაცნობოთ იმ ზომების შესახებ, რომელსაც მთავრობა ოღებს 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და მთელ საიფორმაციო გამოშვებებს მარტო იმას ნუ უთმობთ, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელმა სხვა პარტიის მიმართ რა თქვა”- განაცხადა შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე,
სადაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჩატარებული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.
პრეზიდენტმა დამოუკიდებელ ტელეარხებს მოუწოდა, რომ ნაკლები ყურადღება დაუთმონ წინასაარჩევნო ბატალიებს და მეტი ილაპარაკონ იმაზე, თუ რა კეთდება მიწისძვრით დაზარალებულთათვის.