ახალი ამბები

პარლამენტმა ფინანსთა ახალი მინისტრი დაამტკიცა

(თბილისი, 14 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტმა მირიან გოგიაშვილი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე 164 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ანტიკორუფციული საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მირიან გოგიაშვილი გაერთიანებულ ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ჩაუდგება სათავეში.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრები ზურაბ ნოღაიდელი და ლევან ძნელაძე ორი კვირის წინ წლის დასაწყისში ბიუჯეტის ჩავარდნის გამო გაათავისუფლა. 

Back to top button