
ახალი ამბები
ა.შ.შ.-ის ახალი ელჩი საქართველოში
(თბილისი, 14 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა საქართველოს პრეზიდენტს 13 მაისს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცერემონიის დასრულების შემდეგ რიჩარდ მაილსმა განაცხადა, რომ ა.შ.შ. მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთვის დახმარების გაწევას, მათ შორის სამხედრო სფეროში. საქართველოში ჩამოსვლამდე რიჩარდ მაილსი იმყოფებოდა დიპლომატიურ სამსახურში ბულგარეთში, იუგოსლავიაში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და გერმანიაში.