
ახალი ამბები
პარლამენტი ფინანსთა მინისტრის კანდიდატურას განიხილავს
(თბილისი, 14 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე მირიან გოგიაშვილის კანდიდატურას განიხილავენ. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის, მირიან გოგიაშვილის კანდიდატურა მას შემდეგ წარადგინა, რაც პარლამენტმა ამ ორი სამინისტროს გაერთიანებას მხარი დაუჭირა. ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო მთავრობამ, რაც 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულება ეჭვქვეშ დადგა.