
ახალი ამბები
ცსკ-ს “მოქალაქეთა” სიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია
(თბილისი, 13 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია მოახდინა, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე შეიტანეს განაცხადები.
ცსკ-ს არ გამოუტანია გადაწყვეტილება “მოქალაქეთა კავშირის” კანდიდატებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი სია ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერებისაა, ხოლო მეორეში – პრეზიდენტის მხარდამჭერი ლევან მამალაძის მომხრეები შედიან.
თბილისის საოლქო სასმართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა კავშირის საორგანიზაციო საბჭოს რეგისტრაცია გაუქმებულია, რაც უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა.
საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება მამალაძის მხარდამჭერთა მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ მიიღო.