
ახალი ამბები
შევარდნაძე პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის მშვიდად ჩატარებისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 13 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 13 მაისს ტრადიციულ, ორშაბათის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ პოლიტიკური პარტიების კონფრონტაცია დაგმო და მათ საარჩევნო კამპანიის მშვიდად ჩატარებისკენ მოუხმო.
“ვეჭვობ, რომ პარტიების უმრავლესობა ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ ის პარტიები დაიმსახურებენ ამომრჩეველთა სიმპათიას, რომლებიც პოლიტიკურ “ვაჭრობაში” არ იქნებიან ჩარეული,” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო კამპანია პოლიტიკური პარტიებისთვის “მორალური გამოცდის” სახეს მიიღებს.