ახალი ამბები

პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების ჩამოსვლამ რეგიონში სტაბილურობა განამტკიცა

(თბილისი, 13 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ჩამოსვლამ სტაბილურობა არა მარეტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც განამტკიცა,” – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 13 მაისის რადიოინტერვიუში.

ზოგიერთი პოლიტიკოსის მოლოდინი, რომ ამერიკელი სამხერდო ინსტრუქტორების ჩამოსვლა საქართველოში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა, არ გამართლდა, – აღნიშნა შევარდნაძემ.

ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ზირითადი ჯგუფი ქართული ანტი-ტერორისტული შენაერთების გასაწრთვნელად საქართველოში 20 მაისს ჩამოვა. 

Back to top button