ახალი ამბები

ჟვანიას გუნდის წევრებს ცსკ-ს შენობაში არ უშვებენ

(თბილისი, 13 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 13 მაისს ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალაძის მომხრეებმა თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს და შენობაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრ დეპუტატებს არ უშვებდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელახლა განიხილავს თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების ფორმირების საკითხს მას შემდეგ, რაც 8 მაისს ფრაქციების “ახალი მემარჯვენეების”, “მრეწველებისა” და “აღორძინების” მოთხოვნით გააუქმა პირვანდელი გადაწვეტილება საოლქო კომისიების შესახებ.

აღნიშნული ფრაქციები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ცსკ-მ საოლქო კომისიები ჟვანიას სასარგებლოდ დააკომპლექტა.

ცსკ-ს შენობასთან გამართული აქციის მონაწილენი თავიანთი შეკრების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ჟვანიას გუნდის წევრებმა ზეწოლა არ მოახდინონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button