
პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 7-10 მაისი, 2002
7 მაისი, სამშაბათი 1. “კინემატოგრაფიულ კოპროდუქციაზე” ევროპის კონვენციის რატიფიცირება კონვენცია წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად ჭუმბურიძემ. მომხრე – 125 2. კანონპროექტი “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” განიხილეს II და III მოსმენით. მომხრე – 118 მომხრე – 108 3. კანონპროექტი “საქართველოს საფადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/ განიხილეს II და III მოსმენით. მომხრე – 124 მომხრე – 115 4. კანონპროექტი “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/ განიხილეს II და III მოსმენით. მომხრე – 123 მომხრე – 110 5. კანონპროექტი “სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/ განიხილეს II და III მოსმენით. მომხრე – 121 მომხრე – 101 6. კანონპროექტი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” /გამომდინარე “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ” კანონპროექტიდან/ განიხილეს II და III მოსმენით. მომხრე – 119 მომხრე – 114 7. კანონპროექტი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლევან ჭიჭინაძემ. განიხილეს II მოსმენით. მომხრე – 104 8. კანონპროექტი “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წარადგინა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარემ ზურაბ ცქიტიშვილმა. განიხილეს II და III მოსმენით. მომხრე – 113 მომხრე – 117 9. კანონპროექტი “საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” განიხილეს II და III მოსმენით. მომხრე – 111 მომხრე – 120 10. კანონპროექტი “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წარადგინა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარემ ზურაბ ცქიტიშვილმა. განიხილეს I მოსმენით. მომხრე – 83 მომდევნო სამი კანონპროექტი სხდომათაA დარბაზში რეალური ქვორუმის არ ქონის გამო ჩავარდა. გადაწყდა, რომ ჩატარებული კენჭისყრის გაუქმების საფუძველზე ამ კანონპროეტებზე კენჭისყრას ხელახლა გამართავდნენ. 11. კანონპროექტი “თანამდებობის პირთა მიერ მითვისებული ქონების ხალხისათვის დაბრუნების შესახებ” კენჭი ეყარა I მოსმენით. მომხრე – 52 12. კანონპროექტი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” განიხილეს I მოსმენით. მომხრე – 62 13. კანონპროექტი “კერძო დეტექტიური და დაცვითი საქმიანობის შესახებ” განიხილეს I მოსმენით. მომხრე – 48 8 მაისი, ოთხშაბათი პარლამენტის სხდომა 7 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განვითარებული მოვლენების განხილვით დაიწყო. “ახალმა მემარჯვენეებმა” მოითხოვეს პარლამენტის აპარატის უფროსის და ცსკ-ას წევრის ხათუნა გოგორიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა და ცსკ-ას თავჯდომარის ჯუმბერ ლომინაძისა და გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის განმარტებების მოსმენა. პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ამხილა “ე.წ ოპოზიცია” სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან მოქალაქეთა კავშირის ჟვანიას ფრთის წინააღმდეგ ალიანსში. მან მიმართა ოპოზიციას, რომ გაეფორმებინათ ახალი უმრავლესობა და მათთვის მიეცათ უმცირესობის ჩამოყალიბების საშუალება. სხდომა ჟვანიას გუნდისა და “ახალ მემარჯვენეებს” შორის კონფრონტაციის ფონზე წარიმართა. აღსანიშნავია, რომ სხვა საპარლამენტო ძალები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ და თავს იკავებდნენ დებატებში ჩართვისაგან. 1. კანონპროექტი “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წარადგინა პარლამენტის წევრმა ვალერი გელბახიანმა. ცვლილებები ეხება ადვოკატთა მოახლოებულ გამოცდებს, რომლის მიხედვითაც ტესტირება მხოლოდ იმ ადვოკატებს შეეხებათ, რომელთაც არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. განიხილეს I მოსმენით. კენჭისყრა გადაიდო. 1. კანონპროექტი “ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა. ცვლილებები ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურას, რომლის მიხედვითაც ხდება ფინანსთა და გადასახადებისა და შემოსავლების სამინისტროების გაერთიანება. პრეზიდენტის ინიციატივას მხარი აბსოლუტურად ყველა ფრაქციან დაუჭირა. საფინანსო – საბიუჯეტო და გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტებმაც მხარი დაიჭირეს სტრუქტურულ ცვლილებებს. მომხრე – 155 ფრაქციამ “ახალი მემარჯვენეები” პარლამენტს წარუდგინა ფრაქციების “მრეწველები”, “თანადგომა”, “ალიანსი ახალი საქართველოსათვის”, “სოციალისტები”, “ახალი აფხაზეთი”, “მაჟორიტარებისა” და “XXI საუკუნის” ერთობლივი მოთხოვნა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილეებისა და კომიტეტების თავჯდომარეებთან მიმართებაში ნულოვანი ვარიანტის გამოცხადებისა და ახალი საპარლამენტო რეალობის გათვალისწინებით ახალი თანამდებობის პირების არჩევის შესახებ. 147 დეპუტატის ხელმოწერა დავით გამყრელიძემ პარლამენტის თავჯდომარეს გადასცა. თხუთმეტმა კომიტეტის თავჯდომარემ ერთმანეთის მიყოლებით გააკეთა განცხადებები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რითაც კოლეგებს თავიდან ააცილეს კენჭისყრების უხერხული პროცედურები. ერთადერთი კომიტეტის თავჯდომარე, რომელიც ნებაყოფლობით არ წავიდა პოსტიდან იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ბარამიძე. მან აიძულა პარლამენტი მისთან მიმართებაში კენჭისყრით გამოეხატა თავისი პოზიცია. მომხრე – 118 დეპუტატები მოითხოვდნენ კომიტეტების თავჯდომარეების მსგავსად პოსტები დაეტოვებინათ კომისიების, ქვეკომიტეტების ხელმძღვანელებსა და კომიტეტების თავჯდომარეების პირველ მოადგილეებს. პარლამენტში “ხავერდოვან რევოლუციას” დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია. კოალიციამ “ტრადიციონალისტი და სახალხო” დებატები გამართა “ახალ მემარჯვენეებთან”, რაც მძიმე პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა. გადაწყდა, რომ მომავალ კვირას მოიწვევა საგანგებო სესია, სადაც კომიტეტებს ახალი თავჯდომარეებით დააკომპლექტებენ.
მოწინააღმდეგე – 1
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 1
მოწინააღმდეგე – 1 (II მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 1 (III მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (II მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 0 (III მოსმენა)
მოწინააღმდეგე – 2
მოწინააღმდეგე – 1
მოწინააღმდეგე – 0
მოწინააღმდეგე – 17
10 მაისი, პარასკევი
მოწინააღმდეგე – 2
მოწინააღმდეგე – 27