
ახალი ამბები
პარლამენტი საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს
(თბილისი, 11 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს მომავალ კვირას პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ იწურება პარლამენტში 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მოსმენის ვადა.
საგანგებო სხდომაზე განხილული იქნება ასევე კანონპროექტი “სახელმწიფო ენის შესახებ” და საკადრო ცვლიბების საკითხი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევასთან დაკავშირებით.