ახალი ამბები

საქართველო რუსეთთან საზღვარს აძლიერებს

(თბილისი, 11 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 10 მაისის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის საზღვრის დაცვის გაძლიერების თაობაზე.

ეს გადაწყვეტილება სასაზღვრო მაღალმთიან რეგიონებში თოვლის დნობის პროცესის დაწყებას უკავშირდება, რასაც რუსეთის მხრიდან შეიარაღებული დაჯგუფებების გადმოსვლა შეიძლება მოჰყვეს.

უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ განაცხადა, რომ მან სხდომაზე საქართველო-რუსეთის საზღვარზე მესაზღვრეთა დამატებითი საგუშაგოების გახსნა მოითხოვა.

თავის მხრივ, საქართველოსთან საზღვარს აძლიერებს რუსეთიც. 8 მაისს რუსეთის საზღვრის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე დამატებითი საგუშაგოების გახსნას აპირებს.

Back to top button