ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ ჟვანიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

(თბილისი, 10 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს, 10 მაისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკამყოფილა ზურაბ ჟვანიას სარჩელი საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც “მოქალაქეთა კავშირის” საორგანიზაციო საბჭოს რეგისტრაცია გაუუქმდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ზურაბ ჟვანიას “მოქალაქეთა კავშირში” ყოველგვარი უფლებამოსილება შეუწყდა.

თბილისის საოლქო სასამართლომ “მოქალაქეთა კავშირის” საორგანიზაციო საბჭოს რეგისტრაცია მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც პრეზიდენტის და ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალაძის მხარადმჭერებმა საორგანიზაციო საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჟვანია უცხოელ დიპლომატებს შეხვდა, სადაც მათ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრს. ზურაბ ჟვანია მის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ ზეწოლას უწოდებს.

მსგავსი/Related

Back to top button