ახალი ამბები

საქართველომ სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლის წინადადება წამოაყენა

(თბილისი, 10 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლის კონკრეტული წინადადებით გამოდის.

“უსაფრთხოების ზონის გაფართოება, რუსეთის ჯარების გადაყვანა გალის სიღრმეში, გალის რაიონში დევნილების დაბრუნება და დროებითი ადმინისტრაციის შექმნა, რომელიც გაერო-ს დსთ-ს, და ეუთო-ს ზედამხედველობის ქვეშ იქნება, აი, ეს მცირე ჩამონათვალი, რასაც ჩვენი კონკრეტული შეთავაზება ითვალისწინებს”, – განაცხადა 10 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ.

ეს წინადადებები 7-8 მაისს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ექსპერტების, გაერო-ს დამკვირვებლების და რუსეთის სამშვიდობოების შეხვედრაზე იქნა გატანილი.

“ეს იყო პირველი ასეთი სახის შეხვედრა, ამიტომ ჩვენ არ ველოდებით წარმოთქმული წინადადებების დროულად დანერგვას,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

Back to top button