
ახალი ამბები
პარლამენტი ფინანსთა და საგადასახადო სამინისტროების გაერთიანებას განიხილავს
(თბილისი, 10 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის ინიციატივას ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების გაერთიანების შესახებ დღეს მიმდინარე სხდომაზე. როგორც მოსალოდნელია პარლამენტი მოიწონებს პრეზიდენტ შევარდნაძის საკანონმდებლო ინიციატივას და გააერთიანებს ამ ორ სამინისტროს. პრეზიდენტმა შევარდნაძე გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის მირიან გოგიაშვილის წარდგენას აპირებს.