ახალი ამბები

ამერიკელმა სამხედროებმა ვაზიანის სამხედრო ბაზა მოინახულეს

(თბილისი, 9 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც საქართველოში “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში იმყოფება, დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზა მოინახულა.

რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზა იმ ობიექტებს შორისაა, რომლებზეც ქართველი სამხედროები ანტიტერორისტულ წვრთნას გაივლიან.

ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა ძირითადი ჯგუფი, დაახლეობით – 150 სამხედრო მოსამსახურე, საქართველოში მაისის ბოლოსთვის ჩამოვა.      

 

მსგავსი/Related

Back to top button