ახალი ამბები

2002 წლის პირველ კვარტლის ბიუჯეტი არ შესრულდა

(თბილისი, 8 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 8 მაისს საქართველოს ხაზინამ 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მონაცემები გამოაქვეყნა.

სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ 88%-ით შესრულდა. დანაკლისი 36 მილიონ ლარს (დაახლოებით, 18 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.

დღევანდელ საპარლემენტო სესიაზე ფრაქცია ტრადიციონალისტების ლიდერმა აკაკი ასათიანმა  სახელმწიფო მინისტრისგან ბიუჯეტის შეუსრულებლობის თაობაზე დეპუტატებისთვის იფორმაციის მიწოდება მოითხოვა.

იანვარში სახელმწიფო მინისტრი პარლამენტარებს დაპირდა, რომ 2002 წლის პირველ კვარტლის ბიუჯეტი შესრულდებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button