ახალი ამბები

საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა დეპუტატების განხილვის საგანი გახდა

(თბილისი, 8 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საპარლამენტო ფრაქციებმა: “ახალი მემარჯვენეები”, “სოციალისტები”, “აღორძინება” და “გაერთიანებული საქართველო” პროტესტი გამოთქვეს საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით.

ამ ფრაქციების განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო კომისიები პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერებით დააკომპლექტა.

“ახალმა მემარჯვენეებმა” და ფრაქცია “აღორძინებამ” 7 მაისს ცერნტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია მოაწყეს. ისინი საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის შეცვლას მოითხოვდნენ.

“არსებობდა გარიგება, რომლის მიხედვითაც, საოლქო კომისიებში “ახალი მემარჯვენეების” მიერ დასახელებული 6 კანდიდატი შევიდოდა, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ და ხათუნა გოგორიშვილმა ყველაფერი გააკეთეს ჩემი გუნდის ინტერესების დასაცავად ადგილობრივი არჩევნებისთვის”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

“პარლამენტში ახალი უმრავლესობაა, სახელმწიფო უმრავლესობა, რომელთა შორის “ახალი მემარჯვენეებიც” არიან. ისინი აწარმოებენ კონსულტაციებს სახელმწიფო მინისტრთან საარჩევნო კომისიებს გაკონტროლების მიზნით”, – განაცხადა ჟვანიამ.

მსგავსი/Related

Back to top button