ახალი ამბები

ჟვანიას გუნდი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

(თბილისი, 8 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს, 8 მაისს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი მომხრეები ერთ-ერთი მცირერიცხოვანი პოლიტიკური პარტიის სიით მიიღებენ მონაწილეობას.

ჟვანიას განცვხადებით, იგი ამ პარტიის სახელს თქმას ჯერ არ აპირებს. 8 მაისს “სივილ ჯორჯია”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჟვანიას გუნდის წევრმა ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიაღებინოს.

მას შემდეგ, რაც თბილისის საოლქო სასამართლომ “მოქალაქეთა კავშირის” საორგანიზაციო საბჭოს რეგისტრაციის შეწყვეტა არ გაუუქმა, საბჭოს თავმჯომარემ ზურაბ ჟვანიამ სხვა პოლიტიკური მოკავშირეების ძებნა დაიწყო.

“ჩვენ “მოქალაქეთა კავშირის” საორგანიზაციო საბჭოს უფლებებს უზენაესი სასამართლოში დავიცავთ,” – განაცხადა ჟვანიამ. მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრმა მისი გუნდის წევრების პოლიტიკური დევნა დაიწყო.

წინასწარი იფორმაციით, ჟვანიას გუნდის წევრების პარტიული სიის პირველ ათეულს სათავეში ჩაუდგებიან ელდარ შენგელაია, ელენე თევდორაძე, გიორგი ბარამიძე და მიხეილ მინდაძე.

მსგავსი/Related

Back to top button