ახალი ამბები

რუსეთი მიწისძვრით დაზარალებულ თბილისს ეხმარება

(თბილისი, 7 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს “ილ-76 ტიპის” თვითმფრინავმა თბილისში 40 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა.

ჰუმანიტარული დახმარება, ძირითადად, დედაქალაქის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონების მოსახლეობაზე განაწილდება.

რუსეთიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირტი კონსერვების, შაქრის, სხვა საკვები პროდუქტების, კარვების და საბნებისგან შედგება.

25 აპრილს გვიან საღამოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად თბილისში ასეულობით საცხოვრებელი სახლი დაინგრა, ათასობით დაზიანდა. რამდენიმე ასეული ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

მსგავსი/Related

Back to top button