ახალი ამბები

ყოფილი თანამდებობის პირები დეპუტატობის კანდიდატურაზე იყრიან კენჭს

(თბილისი, 6 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტის რეგიონალური მართვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე ბადრი ხატიძე  და მცხეთა-თიანეთის რეგიონის ყოფილი გამგებელი კობა ბუჩუკური მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურაზე იყრიან კენჭს.

ორივე თანამდებობის პირი გადასახადებისთვის თავის არიდების გამო გაათავისფულეს. კობა ბუჩუკურმა თანამდებობა თებერვალში დატოვა. ის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერად ითვლება.

ბადრი ხატიძე კი აპრილში დაითხოვეს და მას პრეზიდენტის მხარდამჭერად მოიაზრებენ.

ადგილობრივი არჩევნები მცხეთაში 2 ივნისს იგეგმება.

მსგავსი/Related

Back to top button