ახალი ამბები

“მოქკავშირი” არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

(თბილისი, 4 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 3 მაისს “მოქალაქეთა კავშირში” შემავალმა პრეზიდენტის მხარდამჭერმა ფრაქციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის რაიონულ პროკურატურის გადაწყვეტილება შეიტანეს, რომელიც პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.

თუ უზენასი სასამართლო ამ გადაწვეტილებას არ გააუქმებს, “მოქალაქეთა კავშირი” მონაწილეობას ვერ მიიღებს 2 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

პარტიის წევრი რეფორმატორთა ფრაქცია, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ზურაბ ჟვანია უძღვება, ამტკიცებს, რომ მისი ოპონენტების ეს სვლა რეფორმატორთა პარტიიდან გარიცხვას ისახავდა მიზნად.

გელა კვარაცხელიამ, რომელიც ქვემო ქართლის გამგებლის ლევან მამალაძის მომხრედ ითვლება, 3 მაისს განაცხადა, რომ სასამართლომ გააუქმა არა პარტიას რეგისტრაცია, არამედ მისი ორგანიზაციული საბჭოს ლეგიტიმურობა. ორგანიზაციული საბჭოს წევრთა უმრავლესობა ჟვანიას თანამოაზრენი არიან.

საარჩევნო სიების ცსკ-სთვის წარდგენის ბოლო ვადა 8 მაისია. “მოქკავშირს” კი ჯერჯერობით არ შეუძლია წარადგინოს ეს სია, ვინაიდან მას რეგისტრაცია გაუუქმეს. რეფორმატორთა ფრაქცია 7 მაისს უზენაეს სასამართლოს მიმართავს და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button