ახალი ამბები

მიწისძვრის ზარალის დასაფარავად 127 მილ. დოლარია საჭირო

(თბილისი, 4 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – გუშინ, 3 მაისს, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და 25 აპრილს თბილისში მომხდარი მიწისძვრის ზარალის დასაფარად 127 მილიონი აშშ დოლარი თხოვა.

მთავრობის საგანგებო კომისიის სხდომაზე, რომელზეც მიწისძვრის შედეგებზე იმსჯელეს, აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე 56 მილიონი აშშ დოლარი აუცილებელ თანხას წარმოადგენს.

შეხვედრაში საქართველოს დონორმა ქვეყნებმაც მიიღეს მონაწილეობა.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში ლანს კლარკმა კომისიის წევრებს კონკრეტული მოქმედებების განსაზღვრა შესთავაზა, ვინაიდან მოთხოვილი თანხა საკმაოდ მაღალია.

მსგავსი/Related

Back to top button