ახალი ამბები

რუსეთის სპეცსამსახურები იგორ გიორგაძესთან კავშირს უარყოფენ

(თბილისი, 23 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს უშიშროების ყოფილ შეფთან იგორ გიორგაძესთან კავშირს უარყოფენ. “ჩვენ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი,”- განაცხადა 22 აპრილს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილემ ვიქტორ კამაგოროვმა.

გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც იგი 1995 წელს პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. საქართველო ამაოდ მოითხოვს რუსეთისგან გიორგაძის ექსტრადიციას.

ოფიციალური თბილისი ირწმუნება, რომ ამჟამად გიორგაძე რუსეთში იმყოფება და მოსკოვი მას მფარველობს. როდესაც რუსეთი საქართველოს ტერორისტების მფარველობაში დებს ბრალს, პრეზიდენტი შევარდნაძე მათ გიორგაძის საკითხს ახსენებს.

 

მსგავსი/Related

Back to top button