ახალი ამბები

რუსმა სამხედროებმა კოდორი დატოვეს

(თბილისი, 14 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედროებმა დღეს დილით კოდორის ხეობიდან გასვლა დაასრულეს, – იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

კოდორიდან რუსი სამხედროების გაყვანა 13 აპრილს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიწყო.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ჯარების გაყვანა დადებითად შეაფასა და 13 აპრილს განაცხადა, რომ კოდორის კრიზისი მშვიდობიანად იქნა დაძლეული.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების 80-მდე სამხედრო მოსამსახურე კოდორის ხეობის ცენტრში 12 აპრილს განთავსდა.

მსგავსი/Related

Back to top button