ახალი ამბები

ულტიმატუმის მიუხედავად რუსები კვლავ კოდორში რჩებიან

(თბილისი, 13 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ წაყენებული ულტიმატუმის მიუხედავად რუსი სამხედროები კვლავ კოდორის ხეობაში რჩებიან. მათ ხეობა დღეს პირველ საათამდე უნდა დაეტოვებინათ.

კოდორში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაური ვალერი ჩხეიძე გაემგზავრნენ.

ამჟამად რუსი სამშვიდობოები შეიარაღებულ ადგილობრივ მოსახლეობასა და ხეობაში მყოფ ქართულ სამხედრო ნაწილებს ალყაში ჰყავთ მოქცეული.

კოდორში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს საღამოს უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდება. ასევე გაიმართება პარლამენტის საგანგებო სხდომაც.

მსგავსი/Related

Back to top button